როგორც მოგეხსენებათ, ილია თოფურიამ თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა და UFC 298-ზე ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
“ელ მატადორმა” El Podcast de Webpositer-თან საუბრის დროს თავისი სამომავლო მიზანი დაასახელა.
ილიას სურს, რომ “ალ ნასრის” თავდამსმხელს კრიშტიანუ რონალდუს გადაასწროს და მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი გახდეს.
ცნობისთვის, Forbes-ის მიხედვით რონალდუს შემოსავალი 136 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ თოფურია მომდევნო შეხვედრას დიდი ალბათობით მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩაატარებს.