UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა პედი პიმლეტმა Happy Ending-ის პოდკასტზე დაასახელა მებრძოლი, რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღება:
ყველაზე მეტად ვინ მძულს? ბიჭი, რომელსაც ხელის სადეზინფექციო ხსნარს ვუწოდებ და ნამდვილი სოსისია. როდესაც მარტო ვიყავი და თავად 12 მეგობართან ერთად იყო, დარტყმა სცადა. უკან დავიწიე და სადეზინფექციო სხნარის ბოთლი პირდაპირ თავში მოვარტყი. ეს ზედმეტსახელი სწორედ ამიტომ ვუწოდე. სიმართლე გითხრათ მისი სახელი არ ვიცი და მას ამ ზედმეტსახელით ვიცნობ, - განაცხადა პიმბლეტმა.
ილიას ბრიტანელ სპორტსმენთან განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულება აქვს. აქედან გამომდინარე, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ დანა უაითმა ეს ბრძოლაც ჩანიშნოს.