ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა რუს მეტოქესთან ბრძოლაზე სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა:
"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო.
"ერთი იმას ვიტყვი, რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა.
"მათი სურვილი იყო, რომ რინგზე არ გავსულიყავი, თუმცა მათ ჩემგან საკადრისი პასუხი მიიღეს.
"სტრატეგია მქონდა, რომ შორიდან მებრძოლა და დარტყმები არ გაგვეცვალა.
"რუსმა მეტოქემ პირველი რაუნდი აშკარად წააგო, თუმცა მსაჯებმა მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა.
"ასე მოხდა მეორე რაუნდი, სადაც ვთვლი, რომ მოვიგე, მაგრამ მსაჯებმა კვლავ მეტოქეს დაუჭირეს მხარი.
"კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლებზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს. მადლობა ყველას", - წერს ლაშა გურული.