"ალ-ჰილალის" ცენტრალურმა მცველმა ალი ალ-ბულაიჰიმ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ვარჯიშზე ისაუბრა.
ალ-ბულაიჰი პორტუგალიელ ვარსკვლავთან ერთად ემზადებოდა "პარი სენ-ჟერმენთან" გასამართი მატჩისთვის და ერთი ისტორიაც შემორჩა.
"რონალდუ და მე 3 დღის განმავლობაში ვვარჯიშობდით ერთად, მაგრამ ამ პერიოდშიც ვნახე უცნაური რამ.
კრიშტიანუმ ფეხბურთში ყველაფერს მიაღწია, მაგრამ ვარჯიშზე 2 საათით ადრე მოდიოდა და 2 საათით გვიან მიდიოდა", - ამბობს ალ-ბულაიჰი.
სწორედ ასეთი ხასიათი აქვს უკვე 39 წლის ლეგენდარულ შემტევს.