2 საათის და 15 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ილიას ამას ვეტყოდი - ლეგენდარულ ჩარლზ ოლივეირა

ლეგენდარულმა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბის შესახებ ისაუბრა:

რამ მოაგებინა ჯასტინს? გულმა. ამაში ეჭვიც არ მეპარება. გულმა, მიზანსწრაფულობამ, ჩემპიონობისა და გამარჯვების უდიდესმა სურვილმა. თუ სიტუაციას მეორე მხრიდან შეხედავთ, ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო. მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ფსონსაც ყველა მის წაგებაზე ჩამოდიოდა. ამ კაცს სჯეროდა საკუთარი თავის. მას წამითაც არ ჩამოუშვია ცხვირი. მან ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. მისი გუნდი ბრძოლის დაწყებიდანვე ეუბნებოდა: კონცენტრაცია შეინარჩუნეო. და თუ მეორედან მესამე რაუნდზე გადასვლას დააკვირდებით, მისი კუთხე მუდმივად მოუწოდებდა, რომ წინ წასულიყო. მძიმე დარტყმა გაატარა, კლინჩში შევიდა, თეიქდაუნი შეასრულა და ზუსტად ის გააკეთა, რასაც ვარჯიშებზე ამუშავებდა. მას ერთხელაც არ უფიქრია დანებება. ილიამ თავად თქვა ის, რაც სიმართლეა. ბევრი მებრძოლი აგებს და მერე თავს ხრის, მენტალურად ტყდება. 

მე პირიქით მოვიქეცი. როდესაც მასთან წავაგე, სახლში წავედი და მინდოდა ჩემს ოჯახთან ახლოს ვყოფილიყავი. არიან ადამიანები, რომლებიც გეხუტებიან, მაგრამ ამავდროულად დაგცინიან და ინტერნეტში სისულელეებს ლაპარაკობენ. მე იმ ადამიანების გვერდით დავრჩი, ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ. ყურადღება ვარჯიშზე გადავიტანე, შეცდომების გამოსწორებაზე, საკუთარი თავისგან მეტის მოთხოვნასა და უფრო ძლიერ მებრძოლად დაბრუნებაზე. ახლა ზედიზედ ორი გამარჯვება მაქვს. ასე რომ, მისთვის რამის თქმა რომ შემეძლოს, ამას ვეტყოდი: იყავი შენს ოჯახთან და იმ ადამიანებთან ახლოს, ვისაც უყვარხარ. როცა მზად იქნები, მაშინ დაბრუნდი. მაგრამ დაბრუნდი უკეთესი, გამოასწორე შეცდომები და ეძებე ახალი გამარჯვებები.“

Facebook კომენტარები