2 წლის და 5 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ნამდვილი სიგიჟე - "ალ-ნასრი" რონალდუს გარდა კიდევ 2 ვარსკვლავის დამატებას აპირებს

გასულ წელს კრიშტიანუ რონალდუმ ევროპა დატოვა და კარიერის საუდის არაბეთში, კერძოდ კი "ალ-ნასრიში" გაგრძელება გადაწყვიტა.

როგორც ჩანს, არაბული კლუბი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. მათ კიდევ 2 ლეგენდის დამატება უნდათ.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, "ალ-ნასრს" რონალდუს შემდეგ, გუნდში სერხიო რამოსისა და ლუკა მოდრიჩის მიყვანაც სურს, თუმცა ამ საკითხს ზაფხულში მიუბრუნდება.

არაბულ კლუბს დიდი ტრიოს აღდგენა სურს და მზად არის, ამისთვის ძალიან დიდი ფინანსური რესურსიც გაიღოს.