3 საათის და 37 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოფიციალურად - გენო პეტრიაშვილი ბრუნდება, მისი მეტოქის ვინაობა ცნობილია

ოფიციალურად - გენო პეტრიაშვილი ჭიდაობას უბრუნდება. 11 ივლისს ის თბილისში, RAF-ის ივენთზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მისი მეტოქე ჯეიკ ვარნერი იქნება.

40 წლის ვარნერი 2012 წლის რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. ამერიკელი ასევე არის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

რაც შეეხება პეტრიაშვილს, გენო ოლიმპიური ჩემპიონი 2024 წელს გახდა. ის მსოფლიოსა და ევროპის ოქროსმედალოსანიცაა.

11 ივლისს RAF-ის ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს, საქართველოს დედაქალაქში ასევე ვიხილავთ გივი მაჭარაშვილს, მერაბ დვალიშვილს და სხვა ქართველ სპორტსმენებს.

Facebook კომენტარები