რონალდ არაუხო მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ სამიზნედ რჩება, - იუწყება Sky Germany-ის ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი.
"რეკორდმაისტერი" მზადაა, ურუგვაელ მცველში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება.
პლეტენბერგის შეფასებით, ტრანსფერის იანვარში განხორციელება არარეალურია, ოღონდ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაუხო "ბარსელონასთან" კონტრაქტის უახლოეს მომავალში გახანგრძლივებას არ გეგმავს.
წყაროს თანახმად, "ბაიერნში" სჯერათ, რომ 24 წლის უკანახაზელი ისეთივე ეფექტური დანამატი იქნება გუნდის დაცვის რგოლისთვის, როგორც ჰარი კეინი გახლდათ ბავარიელთა თავდასხმისთვის.
არაუხოს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში რონალდმა 1 გოლი გაიტანა.