გუშინ პსჟ მოედანზე სპეციალური ვიმპელით გამოვიდა, რომელზეც ლუის ენრიკეს მხრებზე მჯდომი შანა იყო გამოსახული.
ორიგინალი ფოტო 2015 წელს არის გადაღებული, როდესაც ლუის ენრიკემ „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტული მოიგო.
პსჟ-ის ფეხბურთელების ულამაზესი ჟესტი.
ლუის ენრიკემ შანას შესახებ მანამდე განაცხადა: „ის ფიზიკურად აქ არ არის, მაგრამ ყოველთვის ჩემთანაა კავშირში და ამ წუთებით ჩვენთან ერთად ტკბება.“
ის ახლა ამაყად იღიმის.