UFC-ს მებრძოლმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიაზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.
"ტვიტერზე ერთი ციტატა დავპოსტე, თოფურიამ კი მთელი აბზაცი მომიძღვნა, რომელიც არც კი წამიკითხავს.
"ილიას ასეთი გრძელი ტექსტი გაბრაზებული შეყარებულის მონაწერს ჰგავდა. ეს რა ჯანდაბა იყო, ამხელა შეტყობინებებს ჩემი ცოლიც კი არ მიგზავნის.
"პირველი წინადადება რომ წავიკითხე, უმალვე მივხვდი, რომ ამას ვერ წავიკითხავდი იმდენად დიდი მესიჯი იყო. თავიდან ვიფიქრე ცოლი ხომ არ გავაბრაზე მეთქი?", - თქვა მაქსმა.