2024 წელი "სევილიასთვის" ისევე უხეიროდ დაიწყო, როგორც 2023 დასრულდა. ანდალუსიელებმა მიმდინარე სეზონში უკვე 3 მწვრთნელი გამოიცვალეს, თუმცა თამაშის ხარისხი მაინც არ უმჯობესდება.
"დალაქები" დამარცხდნენ გუშინაც. მათ ბილბაოს "ატლეტიკთან", ანგარიშით 0:2 წააგეს.
წაგებულ მატჩს ჟურნალისტთან ინტერვიუში "სევილიას" ლეგენდარული მცველი, სერხიო რამოსი აფასებდა, როცა მას ერთ-ერთ გულშემატკივართან მოუწია სიტყვიერი დაპირისპირება.
პატივი ეცი ხალხს! პატივი ეცი, აქ ვლაპარაკობთ! პატივი მიაგე ხალხსა და ამ მაისურს, ენა ჩაიგდე! - უთხრა ვეტერანმა ესპანელმა ქომაგს, რომლის ვინაობა უცნობია.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილში "სევილია" მე-16 პოზიციაზეა, გასავარდნ ზონას კი სულ 1 ქულით უსწრებს.