მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ლივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდი გამოეხმაურა:
ის უბრალოდ ძალიან ძლიერი და სახიფათოა, შეუძლია ორივე მიმართულებით წავიდეს. რა ასისტია! ის მარცხენა ფლანგზე შევიდა - ფლანგის შემტევების უმეტესობა ამ მომენტში ბურთს გაანიავებდა, მაგრამ ეს თამაშის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო და მან დემბელეს საოცარი, იდეალური ჩაწოდება გაუკეთა.
თუმცა, საქმე მის სხვა თვისებებსაც ეხება. ბევრ ვინგერს მხოლოდ მაშინ სურს თამაში, როცა ბურთი ფეხებში აქვს, მაგრამ ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს. ის შრომობს, ეცემა ბურთისთვის, იბრძვის, შეუძლია საგოლე პასიც გააკეთოს და გოლიც გაიტანოს. ის ამჟამად საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში - ამბობს ჯერარდი.