1 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ხვიჩა კვარაცხელია - კვარადონა? ეს მეტსახელი სათავეს იქიდან იღებს

მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ისაუბრეს.

ხვიჩა კვარაცხელია: „„ბაიერნი“ შესანიშნავ ფორმაშია, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენს“ ყველას დამარცხება შეუძლია, თუ ჩვენს ფეხბურთს ვაჩვენებთ. სტადიონზე საოცარი გულშემატკივრების წინ ვითამაშებთ, რომლებიც მხარს დაგვიჭერენ და განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნიან. სწორედ ისინი არიან მთავარი მიზეზი, რის გამოც მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

რაც შეეხება ჩემს ფორმას, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, რაც გუნდის დამსახურებაცაა. მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ და ერთად ფანტასტიკურ მატჩებს ვატარებთ. გასულ სეზონში დატვირთვა დიდი იყო და სეზონის დასაწყისში გადაღლილები ვიყავით, თუმცა ახლა ფიზიკურად ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ.

„ბაიერნთან“ ჯგუფური ეტაპის მატჩი კარგად მახსოვს, ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, თან ტრავმირებულებიც გვყავდა. მიუხედავად ამისა, მეორე ნახევარში ვაჩვენეთ, რომ მეტის გაკეთება შეგვეძლო.

სასიამოვნოა, როცა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესს გადარებენ. ეს ნეაპოლში გატარებული პერიოდიდან მოდის. ძალიან ვამაყობ.

თავდაპირველად რთული იყო მასთან შედარება. ამ მეტსახელს გამართლება სჭირდება

რაც შეეხება ჩემს დარტყმას, ამ კომპონენტზე ყოველდღიურად ვმუშაობ – როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებში. ბევრი რამ მეტოქეზეც არის დამოკიდებული. პენალტების შესრულება გუნდში რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია, მათ შორის მეც. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი „პარი სენ-ჟერმენსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის პარიზში 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებით შეხვედრას მიუნხენის „ალიანს არენა“ 6 მაისს უმასპინძლებს.


Facebook კომენტარები