ყოფილმა ფეხბურთელმა ედენ აზარმა მედიასთან საუბრისას ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ, ბელგიელმა კრიშტიანუ რონალდუს ტურინის "იუვენტუსის" კარში გატანილი ბრწყინვალე მაკრატელა გაიხსენა.
"საუკეთესო გოლი, რაც ოდესმე მინახავს იყო რონალდუს საოცარი მაკრატელა იუვენტუსის წინააღმდეგ.
კრიშტიანუს ამ გოლზე ტელევიზორის წინ ტაშს რამდენიმე წუთის განმავლობაში ვუკრავდი", - თქვა ედენმა.