პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლივერპულთან მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,ეს მატჩი პირველი შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული იქნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ რთული მომენტები და შემდეგ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. აქ მხოლოდ შედეგის დასაცავად არ ჩამოვსულვართ.
თითოეული ფეხბურთელი მოტივირებულია. მსგავს მატჩებში თამაშის გამოცდილება გვაქვს და მზად ვიქნებით. ჩვენი მენტალიტეტი ასეთია - მიზანი ყველა მატჩის მოგებაა!
ჩემთვის ხვალინდელი შეხვედრა ერთგვარი ,,ხაფანგია''. პირველი თამაში მოვიგეთ და ყველა ამბობს, რომ მეტოქეს ვჯობნიდით. შესაძლოა, ეს სიმართლეცაა, მაგრამ ფეხბურთში მოვლენები სწრაფად ვითარდება - შემდეგი მატჩისთვის ზუსტად ისევე უნდა მოემზადო, როგორც წინა შეხვედრისთვის.
როგორც წესი, მატჩის დასაწყისი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი, შესაძლოა, 5 წუთში შეიცვალოს. თამაშის კარგად დაწყება მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი ვერ იქნება.
როდესაც საკუთარ მოედანზე, შენი გულშემატკივრების წინაშე თამაშობ, ყველაფერი უფრო მარტივია და უფრო ძლიერიც ხარ. ვიცით, რამდენად რთულია ენფილდზე თამაში, თუმცა ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა.
- ლუის ენრიკე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლივერპული პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.