დღეს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლივერპული პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:
საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, სობოსლაი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, ვირცი, სალაჰი, ეკიტიკე.
პარიზულ კლუბს ფაბიან რუისი (ტრავმა) დააკლდება. განაცხადს დაუბრუნდა ბრედლი ბარკოლა, რომელმაც ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.
ლივერპულს კი ალისონი, ბრედლი და ენდო დააკლდებიან.