7 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

თავდაუზოგავი შრომის შედეგი - მერაბ დვალიშვილის ურთულესი გზა წარმატებამდე

UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მებრძოლის მერაბ დვალიშვილის გზა წარმატებამდე არც ისე მარტივი იყო.

მერაბი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სპორტში მოღვაწეობა კი ჭიდაობით დაიწყო. მისი წარმატებისკეც მიმავალი გზა დაბრკოლებებით აღსასვე განსაკუთრებით მაშინ გამოდგა, როცა კარიერის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა.

როგორც თავად იგი ამბობს, 21 წლის ასაკში მუშაობდა მშენებლობაზე, სადაც დროის გატარება ურთულესა და მკაცრ პირობებში უწევდა. თავისუფალ დროს კი მხოლოდ ვარჯიშს და თავის კარიერას უთმობდა. 

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი დამრიგებელი ამ სპორ­ტში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მწვრთნე­ლი რეი ლონ­გო გახ­და.

UFC-ში მოხვედრის შემდეგ კი "ქართველმა მანქანამ" უმალ გაითქვა სახელი. მიჯრით მოგებული 10 ბრძოლა, დანოკაოტებული მარლონ მორაეში, მიწასთან გასწორებული პიოტრ იანი და მრავალი სხვა დიდი გამარჯვება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, UFC 298-ზე ერთ-ერთ ბოლო ორ­თაბ­რძო­ლის­თვის დვალიშვილმა და­ახ­ლო­ე­ბით $111,000 გა­და­ი­ხა­და და გა­მო­ი­მუ­შა­ვა $200,000-ზე მეტი, რო­დე­საც ის ხოსე ალ­დოს შე­ებ­რძო­ლა, ხოლო მისი ამჟამინდელი ქონება დაახლოებით 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

დღეს კი მერაბი საჩემპიონო ბრძოლის მოლოდინშია. დაპირისპირება, რომელსაც იგი დიდი ხანია ითხოვს. მეტოქე კი შონ ო'მალია, რომლის წინააღმდეგაც "ქართველი მანქანა" კარიერის მთავარი მისიის შესრულებას ეცდება და UFC-ს საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.

Facebook კომენტარები