იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სილვიო ბალდინი ქვეყნის პირველ ნაკრებს უხელმძღვანელებს უახლოეს მატჩებში.
„სკუადრა აძურა“ 3 და 7 ივნისს ამხანაგურ მატჩებს გამართავს ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
ბალდინი მწვრთნელად 1984 წლიდან მუშაობს და ამ დროის განმავლობაში ოცამდე იტალიური გუნდის გაწვრთნა მოასწრო.
უფრო ადრე, იტალიის ნაკრებმა წააგო მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფი ბოსნიასთან და ფინალურ ტურნირზე ვერ გავიდა.