UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შომ ო'მალიმ პოდკასტში საუბრის დროს საინტერესო კომენტარი გააკეთა.
კერძოდ მან თავის შესაძლო მომავალ მეტოქეზე მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
"მსურს, რომ ეს დაპირისპირება ძალიან მალე ჩაინიშნოს. UFC რამდენიმე ტურნირის ჩატარებას აშშ-ის საზღვრებს გარეთ გეგმავს, მე კი ქვეყნის გარეთ არ გავდივარ.
"ბრძოლისთვის მზად ვარ და ველოდები მის დანიშვნას. როგორ მინდა მერაბს დარტყმა მუხლით მივაყენო და დავაგდო", - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.