10 თვის და 3 კვირის წინ
გიორგი რაზმაძე
Aa

“სევილია” დავიდ ფოფანას შეძენით ინტერესდება

21 წლის კოტ დ’ივუარელი ფეხბურთელი დავიდ დატრო ფოფანა კარიერას დიდი ალბათობით “სევილიაში” გააგრძელებს. 

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსისთან” მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მოთამაშე “არმინის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში “უნიონ ბერლინის” შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ცნობისთვის, დავიდ დატრო ფოფანამ სეზონის პირველი ნახევარი სწორედ გერმანულ გუნდში გაატარა, სადაც 12 ჩატარებულ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

Facebook კომენტარები