როგორც მოგეხსენებათ, 29 წლის ინგლისელო ფეხბურთელი ერიკ დაიერი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის “ბაიერნი” "ტოტენჰემის" მცველის შეძენით ინტერესდება.
ტომას ტუხელს ერიკის შეძენა ზაფხულშივე სურდა, თუმცა ტრანსფერი დღემდე ვერ განხორციელდა.
ფეხბურთელს სურს, რომ “რეკოდმაისტერთან” 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმოს კონტრაქტი, ეს ყველაფერი კი გერმანულ გუნდს არ აწყობს.
ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა ტრანსფერი, თუმცა დაინტერესება ნამდვილად არსებობს.