ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, – ინფორმაციას გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ესპანელ სპეციალისტთან ხელშეკრულების 2030 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივებას გეგმავს. ამჟამინდელი კონტრაქტი ენრიკეს კლუბთან 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, პარიზელები ლუის ენრიკეს სამუდამო ხელშეკრულებას გაუფორმებდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდება და კონტრაქტი სამი წლით გახანგრძლივდება.
55 წლის სპეციალისტსა და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის მოლაპარაკება დადებითი დინამიკით მიმდიბარეობს და, სავარაუდოდ, შეთანხმება მალე შედგება.
ლუის ენრიკემ საფრანგეთის ბოლო წლების საუკეთესო გუნდი 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა და 10 ტიტულის მოგებაში დაეხმარა.