1 წლის და 5 თვის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ამ დროს კახა კალაძემ კინაღამ დამღუპა" - პატო ქართველზე საინტერესო ამბავს იხსენებს

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალეშანდრე პატომ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ბრაზილიელმა თავის ყოფილ თანაგუნდელზე, კახა კალაძეზე ისაუბრა.

"მილანში ყოფნისას, ერთ-ერთ ვარჯიშზე კალაძემ კინაღამ დამღუპა. ის ძლიერად დამეჯახა და ფეხებში ჩამარტყა.

"ბრაზილიელმა თანაგუნდელებმა მითხრეს, ახლა შენ უფრო ძლიერად უნდა ჩაარტყა, თუ რამე მოხდება ჩვენ დაგიცავთო.

"როცა მან ბურთი მიიღო, ისე შემომხედა, რომ ვიფიქრე, მომკლავდა. "ასე თამაშობ?", მითხრა მან სიცილით", - თქვა ბრაზილიელმა.



Facebook კომენტარები