1 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოქროს ბურთის ათეული განახლდა - მოხვდა თუ არა მასში ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალულ ეტაპზე „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ფედერიკო ვალვერდე 2026 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა ტოპ-ათეულში შევიდა. ურუგვაელი ფეხბურთელის კოეფიციენტი 101.0-დან 34.0-მდე დაეცა.

მთავარ ფავორიტად რჩება „ბარსელონას“ ნახევარმცველი ლამინ იამალი, რომლის კოეფიციენტია – 3.75.

სიაში ჯერ ჯერობით არ არის ხვიჩა კვარაცხელია.

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტები ბუკმეიკერების ვერსიით:

ლამინ იამალი (ბარსელონა) – 3.75

კილიან მბაპე (რეალი) – 4.50

ჰარი კეინი (ბაიერნი) – 5.50

დეკლან რაისი (არსენალი) – 8.00

მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 13.00

ვინისიუსი (რეალი) – 17.00

ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 21.00

ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 34.00

ვიტინია (პსჟ) – 34.00

Facebook კომენტარები