ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლიდან პარიზში გადაბარგების შესახებ ისაუბრა:
რა იყო პარიზში ისეთი, რაც სხვაგან არ გინახავს?
დისნეილენდი! მეუღლე და მეგობრები წავიყვანე იქ. მაგრამ პარიზი ჩემთვის მართლაც საოცარია, აქ ყველაფერი არის. თან ეს სიყვარულის ქალაქია.როცა პსჟ-დან დამირეკეს, ვფიქრობ, ჩემი ცოლი ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო მსოფლიოში.
მანამდეც ხშირად ამბობდა: „წარმოიდგინე, პსჟ-ში რომ ვთამაშობდეთ და პარიზში ვცხოვრობდეთ, რა საოცარი იქნებოდა.“ მე ვპასუხობდი: „კი, რა თქმა უნდა.“ მაგრამ გულში ვფიქრობდი - ეს ძალიან რთულია.
პსჟ-ში გადასვლა ოცნების ახდენაა?
როცა ისეთი პატარა ქვეყნიდან ხარ, როგორიც საქართველოა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდში თამაში, რა თქმა უნდა, ოცნებაა. ნაპოლიში გადასვლაც უკვე ძალიან დიდი საქმე იყო ჩემთვის. მაგრამ როცა პსჟ-მ დამირეკა, მაშინ მივხვდი, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელი გავხდი.