1 დღის და 5 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

VIDEO: საოცარი ბიჭია - 20 წლის ლუკა ჯავახიშვილი ავსტრიის გრან პრის ფინალში ტატო გრიგალაშვილს შეხვდება

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის ფინალში 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების წევრები, ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი შეხვდებიან.

ნახევარფინალში გრიგალაშვილმა ბრაზილიელ რაფაელ მასედოს იპონით სძლია, ხოლო 20 წლის ჯავახიშვილმა საფრანგეთის სახელით გამომსვლელ ნგაია ჰამბუს მოუგო.ფინალურ ბლოკში ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი, ბრინჯაოს მედლისთვის ის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზადხანოვს შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები