2 საათის და 17 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

მბაპეს გაასწრო, ზლატანს გაუთანაბრდა! - ხვიჩამ პსჟ-ს ლეგენდები ჩამოიტოვა

პარის სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია მორიგ ისტორიულ მიღწევას დაეუფლა.

კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 10 გოლი დააგროვა და ამით გაიმეორა პსჟ-ს რეკორდი, რომელიც აქამდე ეკუთვნოდა ლეგენდარულ ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელი გახდა პარის სენ-ჟერმენის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კვარაცხელიას გამორჩეულ სეზონს, სადაც ის გუნდის მთავარი ლიდერია და გადამწყვეტ მატჩებში მუდმივად ახერხებს თავის გამოჩენას.

ქართველი ვარსკვლავი აგრძელებს ისტორიის წერას და დიდი შანსია, რომ უახლოეს მატჩებში რეკორდიც სრულად გააუმჯობესოს.


Facebook კომენტარები