7 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

თარიღი და მეტოქე ცნობილია - ვის წინააღმდეგ დაიცავს ქამარს ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. როგორც 27 წლის სპორტსმენი ამბობს, ტიტულის დაცვას სექტემბერში აპირებს, ხოლო 2025 წელს მადრიდში სურს ბრძოლის გამართვა.

„მე ყოველთვის ფორმაში ვარ და ბრძოლა მწყურია. ჩემი აზრით, UFC-ში ტიტულს პირველად სექტემბრის თვეში დავიცავ და ეს ლას ვეგასში „სფეროში“ იქნება. ვფიქრობ, ესპანეთში უკვე 2025 წელს ვიბრძოლებ.

"ვიქნები პირველი, ვისაც სფეროში მეინ ივენთზე ექნება ბრძოლა. 

"დავიცავ ჩემს ტიტულს, BMF ქამარსაც დავიმატებ კოლექციაში, გავხდები პირველი, ვინც მაქს ჰოლოუეის დაანოკაუტებს“, - განაცხადა თოფურიამ.

Facebook კომენტარები