2 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოქროს სიტყვები ფერეიდნელი ბიჭისგან, რომელსაც საქართველო სიგიჟემდე უყვარს - ალი ასლანის განცხადება საფრანგეთთან მატჩის წინ

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მეკარემ ალი ასლანმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ საქართელო ვართ, უშიშარი ხალხი ვართ! არ ვიცი, რა იქნება შედეგი, მაგრამ დარმწუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ასლანი.

ფერეიდნელმა ქართველმა წინა ტურში ხორვატიასთან მატჩში 33 სეივი შეასრულა და დიდწილად განაპირობა საქართველოს გამარჯვება.

Facebook კომენტარები