1 დღის და 5 საათის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ოფიციალურად - მერაბ დვალიშვილის შემდეგი ბრძოლა დაანონსდა

მერაბ დვალიშვილი UFC-ში შემდეგ ბრძოლას კვლავ ქამრისთვის, კვლავ პიოტრ იანის წინააღმდეგ ჩაატარებს.

როგორც იანმა განაცხადა, მისი შემდეგი მეტოქე ქართველი იქნება და ყველაფერი შეთანხმებულია.

ჯერ უცნობია, როდის დაუპირისპირდებიან იანი და მერაბი, თუმცა, სავარაუდოდ, ეს გაზაფხულის მიწურულს მოხდება.

შეგახსენებთ, რომ რუსმა და ქართველმა ორჯერ იბრძოლეს - 2022 წლის მარტში მერაბმა მოიგო, ხოლო 2025 წლს დეკემბერში - იანმა.

Facebook კომენტარები