6 საათის და 39 წუთის წინ
გიორგი ტვილდიანი
Aa

ცნობილია, რას წარმოადგენს ორგანიზაცია, რომელსაც ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეუერთდა

2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტატამიზე ბრუნდება.

ხინჩეგაშვილმა კონტრაქტი გააფორმა Real American Freestyle-თან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ორგანიზაციაა.

ხინჩეგაშვილი ასევე არის ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ის ბოლო წლებში პოლიტიკაში მოღვაწეობდა.

Real American Freestyle (RAF) არის ამერიკული პროფესიონალური თავისუფალი ჭიდაობის ლიგა, რომელიც ჰალკ ჰოგანმა, ერიკ ბიშოფმა და ისრაელ მარტინესმა დააფუძნეს. მისი მიზანია ელიტარულ მოჭიდავეებს (ოლიმპიელებსა და NCAA-ს ჩემპიონებს) მისცეს პროფესიული ასპარეზი და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა. ორგანიზაცია თანამშრომლობს USA Wrestling-თან და იყენებს მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების (UWW) მოდიფიცირებულ წესებს. RAF-ის ივენთები, რომლებიც "Fox Nation"-ზე გადაიცემა, რეალურ, არასცენარულ სპორტულ შეჯიბრებებს წარმოადგენს. ლიგა აერთიანებს მაღალი დონის სპორტს და გასართობ შოუ-ელემენტებს ჭიდაობის პოპულარიზაციისთვის.

Facebook კომენტარები