როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე თეთრი სახლის ღონისძიებაზე ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბს ვიხილავთ.
ამ დაპირისპირების წინ, ამერიკელი მებრძოლის მამა, ქართველ ჩემპიონზე ისაუბრა.
"ჯასტინისთვის ეს კარიერის უმნიშვნელოვანესი ბრძოლაა, თუმცა მსგავს სიტუაციაში აქამდეც არაერთხელ ვყოფილვართ. ის კიდევ ერთ ტანდაბალ მებრძოლს ხვდება და როგორც ჩენდლერის ან ფიზიევის წინააღმდეგ იყო, ვფიქრობ, ახლაც ზუსტად იგივე განმეორდება. ოთხი წლის ასაკიდან ამისთვის ემზადება და მოუთმენლად ველოდებით ბრძოლის დღეს.
აღსანიშნავია, რომ "ელ მატადრომა" ამ კომენტარზე პასუხი დააბრუნა.
"მამები მხოლოდ იმედოვნებენ, ჩემპიონებმა კი ზუსტად იციან. ეგ ისტორიები ადრეც მსმენია, როცა ჩემზე დიდ და ძლიერ კაცებს ეგონათ, რომ უბრალოდ პატარა ბიჭი ვიყავი, რომლისთვისაც ჭკუა უნდა ესწავლებინათ. თუმცა, საბოლოოდ ყველამ თავის თავზე გამოსცადა სიმართლე. შენმა შვილმა უკვე კარგად იცის ვინც ვარ და 14 ივნისს შენც გაიგებ. 18-0, მამიკო!", - წერს ილია.