5 თვის და 1 კვირის უკან
Lela Kvinikadze
Aa

სრული სიჩუმე - რა ხდებოდა "ბარსას" გასახდელში "ანტვერპენთან" მარცხის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა მარცხით დაასრულა. კატალონიელებმა ბელგიურ "ანტვერპენთან" ხუთგოლიან თრილერში, ანგარიშით 3:2 წააგეს.

მართალია, "ბარსას" მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლა ისედაც განაღდებული ჰქონდა, თუმცა გუშინდელი წაგება გუნდში მაინც მძიმედ აღიქვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს რეპუტაციული ზიანი გახლდათ, შემდეგ კი ის 2.8 მილიონი ევროც დაიკარგა, რომელსაც "ბლაუგრანას" ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი მატჩის მოგება მოუტანდა.

SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი იმაზე წერს, თუ რა ხდებოდა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გასახდელში განცდილი მარცხის შემდეგ:

"გასახდელში სრული სიჩუმე სუფევდა. ჩავის სიტყვა არ წარმოუთქვამს. სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იაზრებენ ერთიანობის მნიშვნელობას. მათ არ სურთ ხმაურის გავრცელება კომენტარების იმაზე გაკეთებით, რაც მედიაში იწერება.

"ბარსელონაში" ყველას მოუწოდებენ, რომ ყველაფერი დახურულ კარს მიღმა დატოვონ."

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თავის მეტოქეს ორშაბათს შეიტყობს. წილისყრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები