10 საათის და 24 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

VIDEO: Marca Leyenda-ს სახელობის ჯილდო - ილია თოფურიამ უდიდესი აღიარება მოიპოვა

WOW 25-ის ღონისძიების მიმდინარეობისას, ილია თოფურიამ განსაკუთრებული ჯილდო მიიღო. 

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა, Marca-მ „ელ მატადორს“ Marca Leyenda-ს სახელობის პრიზი გადასცა.

Marca Leyenda 1997 წელს დაარსდა და მისი მოგების პატივი 80-ზე მეტ ადამიანს ხვდა წილად. წარსულში მისი გამარჯვებულები მაიკლ ჯორდანი, პელე, გარი კასპაროვი, კარლოს საინსი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, იოჰან კრუიფი, დიეგო მარადონა, ნიკი ლაუდა, მიხაელ შუმახერი, ანდრეა აგასი, პაუ გასოლი, როჯერ ფედერერი, ზინედინ ზიდანი, მაიკლ ფელფსი, კრიშტიანუ რონალდუ, უსეინ ბოლტი, კაკა, პაოლო მალდინი, მუჰამედ ალი, კარიმ აბდულ-ჯაბარი, ანდრეს ინიესტა, რონალდო, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი და სხვები გამხდარან.

თოფურია MMA-ის პირველი მებრძოლია, ვისაც ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. 

ზოგადად, სპორტის საბრძოლო სახეობებში, მამაკაცებს შორის, ილია მეორეა, ვინც Marca-მ გამოარჩია. ერთადერთი, ვისაც აქამდე Marca Leyenda მიუღია, მუჰამედ ალი გახლავთ.



Facebook კომენტარები