როგორც მოგეხსენებათ, UFC 323-ზე მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ "ქართველი მანქანის" ერთ ქმედებაზე სოციალურ ქსელში ბევრი ალაპარაკდა.
კერძოდ, ტრადიციულად, როდესაც მერაბი მსაჯების გადაწყვეტილებას ისმენს, ფაფახით და საქართველოს დროშით დგას.
პიოტრ იანთან ბრძოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი ჩემპიონი არც ფაფახით და არც ეროვნული დროშით არ გამოჩენილა.
ბევრი ქომაგის აზრით, მერაბი ხვდებოდა, რომ ეს დაპირისპირება დათმო და საქართველოს დროშასთან ერთად რუსი მეტოქის წინაშე დამარცხებულად გამოჩენა არ მოისურვა.
ბუნებრივია, ეს უბრალოდ სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოსაზრებაა, თუმცა საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ჩემპიონი ბრძოლის შემდეგ ასე ღირსეუალად განზრახ მოიქცა.