1 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ვიცი ეს რამდენად მნიშვნელოვანია" - რა თქვა ილია თოფურიამ მატჩის წინ

ესპანეთისა და საქართველოს მატჩის დღეს, ილია თოფურია ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ესტუმრა.

როგორც ირკვევა, UFC-ს ჩემპიონი მატჩისდღეს საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე, ალიკანტეში შვილთან, ჰუგო თოფურიასთან ერთად ეწვია.

"მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მთლიანი ნაკრებისთვის და საქართველოსთვის დღევანდელი თამაში.

"არა მარტო ისინი აიხდენენ ოცნებას, არამედ მთელი საქართველო, იმით თუ მოვხვდით მსოფლიო ჩემპიონატზე. სულით და გულით საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიქნებით", - თქვა ილიამ.

Facebook კომენტარები