1 კვირის და 1 დღის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

ილია თოფურია თავის შვილთან ერთად საქართველოს ნაკრებს ესტუმრა

ესპანეთისა და საქართველოს მატჩის დღეს, ილია თოფურია ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს ესტუმრა.

როგორც ირკვევა, UFC-ს ჩემპიონი მატჩისდღეს საქართველოს ნაკრებს შეკრებაზე, ალიკანტეში შვილთან, ჰუგო თოფურიასთან ერთად ეწვია.

10 ოქტომბერს, ილიამ ასევე ესპანელი ფეხბურთელებიც მოინახულა და წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩი დღეს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Facebook კომენტარები