მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან ჩატარებულ ბოლო ბრძოლაზე უცნობი ამბავი გაამხილა.
"პიოტრთან პირველ ბრძოლაში ხელის ტრავმა მქონდა. ბოლო ჩატარებულ ბრძოლის წინ მე მქონდა მუხლის დაზიანება. UFC-ს ექიმმა მითხრა, რომ ბრძოლაში ვერ მივიღებდი მონაწილეობას.
"მე ვუთხარი, რომ არავისთვის ეთქვა ის, რომ მე მუხლის ტრავმა მქონდა. ეს საიდუმლოდ შევინახე. ასე რომ, იანთან ორივე ბრძოლის წინ ტრავმირებული ვიყავი", - თქვა მერაბმა.