RAF Georgia-ს პრესკონფერენციაზე მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვის მეგობართან ჩხუბი მოუვიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით არმან ცარუკიანმა კომენტარი გააკეთა.
"ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც მერაბმა იმ ბიჭს მუშტი დაარტყა, რომელიც სინამდვილეში ცდილობდა ეთქვა: „სანამ აქ ვართ, ჩვენს ძმაზე, უმარზე ცუდად ნუ ილაპარაკებ"
"მერაბმა კი მუშტი მაშინ დაარტყა, როცა ის ლაპარაკობდა. ჩემი აზრით, ეს არასწორი იყო. მათ უბრალოდ საუბარი და სიტუაციის მოგვარება სჭირდებოდათ", - თქვა ცარუკიანმა.