1 საათის და 46 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"სიზმარშიც კი არ მოხდება.." - ხამაზტ ჩიმაევმა ილია თოფურიას საჯაროდ დასცინა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ილია თოფურიას ჭიდაობის ვიდეო გავრცელდა. 

აღსანიშნავია, რომ თოფურიას ოპონენტი ვიზუალურად ხამზატ ჩიმაევს ჰგავდა. ხალხში კი ეს კადრები გავრცელდა როგორც ილიასა და ხამზატის ჭიდაობა.

ამასთან დაკავშირებით UFC-ს საშუალო წონის ჩემპიონმა განცხადება გააკეთა.

"სიზმარშიც კი, ადამიანი, რომელიც ხამზატის ნახევარი სიმაღლისა და წონისაა, ვერ შეძლებდა ხამზატის დახრჩობას", - წერს ჩიმაევი.


Facebook კომენტარები