3 დღის და 10 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

4 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე - ქართველი პარაძალოსნების ბრწყინვალე შედეგი

ჩინეთში ჩატარებული მსოფლიოს თასის გათამაშებაც ქართველი პარაძალოსნებისთვის წარმატებული გამოჩნდა, რომელთაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ტურნირზე 2 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

 ართველებისთვის ტრიუმფალური ყველაზე პრესტიჟული +107 კილოგრამი წონითი კატეგორია გამოდგა და ოთხივე მედალი ამ წონაში მოიპოვეს. საუკეთესო შედეგი აკაკი ჯინჭარაძემ აჩვენა, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ ასპარეზობაში (232 კგ), ასევე სამი მისვლის ჯამში (689 კგ) ოქროს მედალი მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ჯინჭარაძის მთავარი კონკურენტი კი მისივე თანამემამულე გიორგი ლაცაბიძე გახლდათ - მან ინდივიდუალურში - 217, ხოლო სამი მისვლის ჯამში 647 კილოგრამი დააფიქსირა და ორივე დისციპლინაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. 

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის ანალოგიური ტურნირის, ერთ-ერთ ეტაპს თბილისმა უმასპინძლა, სადაც აკაკი ჯინჭარაძე ასევე ჩემპიონი გახდა და უმედლოდ გამოსვლა არც გიორგი ლაცაბიძეს დაუსრულებია.

Facebook კომენტარები