3 საათის და 42 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძიუდოს მსოფლიო იწყება - ცნობილია, ქართველი ძიუდოისტების განრიგი

2026 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ბაქოში 4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ტურნირის განრიგი და საქართველოს ნაკრების წევრების გამოსვლის დღეები წონითი კატეგორიების მიხედვით ასეთია:

* *4 ოქტომბერი:* კაცები (-60 კგ) / ქალები (-48 კგ)

* ჩვენებურები: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ)

* *5 ოქტომბერი:* კაცები (-66 კგ) / ქალები (-52 კგ)

* ჩვენებურები: ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ)

* *6 ოქტომბერი:* კაცები (-73 კგ) / ქალები (-57 კგ)

* ჩვენებურები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (-57 კგ)

* *7 ოქტომბერი:* კაცები (-81 კგ) / ქალები (-63 კგ)

* ჩვენებურები: ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ)

* *8 ოქტომბერი:* კაცები (-90 კგ) / ქალები (-70 კგ)

* ჩვენებურები: ლაშა ბექაური (-90 კგ), ნინო გულბანი (-70 კგ)

* *9 ოქტომბერი:* კაცები (-100 კგ) / ქალები (-78 კგ)

* ჩვენებურები: ილია სულამანიძე (-100 კგ)

* *10 ოქტომბერი:* კაცები (+100 კგ) / ქალები (+78 კგ)

* ჩვენებურები: გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ); სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

* *11 ოქტომბერი:* შერეული გუნდური ჩემპიონატი

* იასპარეზებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები ყოველდღიურად თბილისის დროით 10:00-დან 11:30 საათამდე შუალედში დაიწყება, ხოლო მედლებისთვის ბრძოლა (ფინალური ბლოკი) ყველა დღეს 18:00 საათზეა დაგეგმილი.