ქართველი მოკრივე, ლაშა გურული 9 ივლისს, ლონდონში, უემბლის სტადიონზე იბრძოლებს.
ამის შესახებ ლაშამ ინფორმაცია თავად გაავრცელა.
მისი თქმით, ოპონენტის ვინაობა ახლო მომავალში გახდება ცნობილი, გურულის ბრძოლა კი იმ საღამოს პირველი შეხვედრა იქნება.
28 წლის ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა მარტში ჩაატარა. მან ქალაქ რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გურულმა 2024 წლის ოლიმპიადაზე კრივში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.