რატომ ვერ განვითარდა მარიამ ჩიტაძის კარიერა ფიგურულ ციგურაობაში - ამონარიდი ინტერვიუდან
12 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რატომ ვერ განვითარდა მარიამ ჩიტაძის კარიერა ფიგურულ ციგურაობაში - ამონარიდი ინტერვიუდან

ქართულმა სპორტულმა გამოცემამ, "Sportall"-მა ყოფილ ფიუგრულ მოციგურავესთან მარიამ ჩიტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ერთ დროს ნიჭიერი სპორტსმენი იყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი კარიერას ვერ შედგა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

"ფიგურული სრიალი სპორტის გარდა არის ხელოვნებაც და მრავალმხრივ განვითარებას მოითხოვს. დავდიოდი ცეკვაზე, ქორეოგრაფიაზე, აკრობატიკაზე და ა.შ. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყოველდღიურად დიდი ფიზიკური დატვირთვისა, არ მახსენდება შემთხვევა, რომ სკოლაში მოუმზადებელი წავსულიყავი, სკოლაც მედალზე დავასრულე.

აშშდან მოწვევა მქონდა, რომ სპორტული კარიერა გამეგრძელებინა. ეს ბევრ სირთულესთან და რისკთან იყო დაკავშირებული. მაშინდელი ფედერაციისგან არ იყო არანაირი ხელშეწყობა, ქვეყანაში არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვქონდა. საბოლოოდ, ძალიან რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მომიწია, აღარ გამეგრძელებინა სპორტული კარიერა და იმ მომენტში მთელი დრო განათლების მიღებისთვის დამეთმო. მაშინ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის გადატანა თუმცა ახლა მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.  გული მწყდება იმაზე, რომ ამ ყველაფრის გამო ჩემი თავი ბოლომდე ვერ ამოვწურე, როგორც სპორტსმენმა და ის რესურსი, რომელიც გამაჩნდა, ბოლომდე ვერ გამოვიყენე. სამწუხაროა, რომ ჩემს გარდა იგივე მიზეზების გამო ბევრმა ნიჭიერმა მოციგურავემ დაანება თავი დიდ სპორტს. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.

ფიგურული სრიალი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იქნება და ვცდილობ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს, პოპულარიზება გავუწიო, ამ ულამაზესი სპორტის სახეობით მაქსიმალურად ბევრი ბავშვი დაკავდეს, მოხდეს ბავშვების სელექცია და მათი განვითარება."

Facebook კომენტარები