2 კვირის და 1 დღის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ვინისიუსმა ბოდიში მოიხადა - რა თქვა "რეალის" ლიდერმა

"ელ კლასიოკოში" გამოხატული ემოციების გამო ვინისიუს ჟუნიორი ბევრმა გააკრიტიკა.

ამ ქმედების გამო ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოდიში მოიხადა, თუმცა ჩაბი ალონსო ამ განცხადება ნახსენები არ არის.

"მსურს ბოდიში მოვუხადო რეალ მადრიდის ყველა გულშემატკივარს იმ რეაქციისთვის, რომელიც "ელ კლასიკოში" შეცვლის დროს მქონდა. ეს დღევანდელ ვარჯიშზე პირადად უკვე გავაკეთე, მაგრამ აქედანაც მსურს, კიდევ ერთხელ პატიება ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, კლუბსა და პრეზიდენტს.

"ზოგჯერ ემოციები მერევა, რადგან ყოველთვის გამარჯვება და გუნდისთვის დახმარება მსურს. ჩემი მებრძოლი ხასიათი იმ სიყვარულიდან მომდინარეობს, რომელსაც ამ კლუბის და იმ ყველაფრის მიმართ მაკავშირებს, რომელსაც წარმოადგენს.

"პირობას გაძლევთ, გავაგრძელებ ყოველწამიერ ბრძოლას რეალ მადრიდის საკეთილდღეოდ, როგორც ამას პირველი დღიდან გაკეთებდი", - წერს ვინისიუსი სოციალურ ქსელში.


Facebook კომენტარები