ცნობილი ფრანგული გამოცემა "Le Parisien" "პარის სენ-ჟერმენთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კონტრაქტების გახანგრძლივებისას ახალი მიდგომა დანერგოს, რომელიც ხელფასების შემცირებასა და ბონუსების გაზრდას ითვალისწინებს.
როგორც ირკვევა, ასეთი სტრატეგიით კლუბი ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებას ცდილობს.
აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის პარიზული კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე უსმან დემბელეა, რომლის წლიური ხელფასი, ბონუსების ჩათვლით, €27,270,000 ევროს შეადგენს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველის წლიური ანაზღაურება € 21,810,000 ევროა.