"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა მედიასთან გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა.
"სწრაფად თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია. იმ სიტუაციაში, როცა ბურთი მამარდაშვილს ჰქონდა, პსვ მაღალ პრესინგზე თამაშობდა, მაგრამ შეგვეძლო სამკუთხედის შექმნა, რაც იმ მომენტში ვერ გავაკეთეთ.
"ვფიქრობ, გიორგი ელოდა, რომ მასზე პრესინგს ითამაშებდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივზე ცოტა მეტ ხანს მოიცადა ვარიანტის მოსაძებნად.
"ზოგადად, მნიშვნელოვანია თამაშის კარგად დაწყება, იდეალურ შემთხვევაში", - თქვა სლოტმა.