1 დღის და 2 საათის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად" - განცხადება გიორგი ჩაკვეტაძეზე

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. 

"ამჟამად გიორგი ჩაკვეტაძე გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს, ცალკე მუშაობს, თუმცა ერთი ან ორი კვირის შემდეგ შესაძლოა, მასთან დაკავშირებით კარგი ამბები გვქონდეს. 

"ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის იქნება მზად. 

"გიორგი კარგად მუშაობს, სამედიცინო შტაბიც შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო დღეებში ის მზად იქნება", - თქვა გარსიამ.


Facebook კომენტარები