11 საათის და 7 წუთის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

სიტუაცია შეიცვალა - რა თქვა არნე სლოტმა ალისონ ბეკერზე

მას შემდეგ, რაც ალისონ ბეკერი დაშავდა, "ლივერულის" კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს.

ამ მომენტამდე ბრაზილიელი მეკარის ტრავმაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა არნე სლოტმა მედიასთან ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

"ალისონის დაზიანება იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით, რის გამოც ბრაზილიელ მეკარეს მკურნალობა გარკვეული დროით მეტხანს მოუწევს. 

"ფრიმპონგი მუხლქვეშა მყესების დაჭიმულობის გამო კიდევ მინიმუმ ერთი კვირა ვერ დაგვეხმარება და მომდევნო მატჩში ალექსანდრ ისაკის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

ბუნებრივია, დიდი შანსია იმისა, რომ ალისონის ტრავმა მოსალოდნელზე დიდ ხანს გაჭიანურდეს და ქართველ მეკარეს მეტი სათამაშო დრო მიეცეს.

Facebook კომენტარები