6 დღის და 6 საათის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ძალიან თავდაჯერებული მეკარეა" - როგორ ეხმაურებიან მამარდაშვილის დებიუტს

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მეკარემ "წითლებთან" ერთად "საუთჰემპტონი" 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილის თამაში უცხოურ მედიაში შეაფასეს.

Goal: "კარგი დებიუტი ქართველი მეკარისთვის, რომელსაც ალბათ იმაზე მეტი საქმე ჰქონდა, ვიდრე ელოდა. რამდენიმე კარგი სეივიც ჰქონდა და ჩაწოდებებზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა".

Liverpool Echo – 7 ქულა: "ძალიან კარგი სეივი შეასრულა, როცა არმსტრონგს თავიდანვე არ მისცა გოლის გატანის საშუალება და როგორც ჩანს, ძალიან თავდაჯერებული მეკარეა. შესაძლოა, ცოტა მუშაობა დასჭირდეს, მაგრამ მაღალ ბურთებზე თამაშმა მასზე წნეხი შეამცირა".


Facebook კომენტარები